„კმაყოფილი ვართ თქვენს რეგიონალურ ოფისში სტუმრობით. ასევე, მეტად საინტერესო იყო თქვენთან ერთად ოძისში მგზავრობა," - განაცხადა ამერიკის დელეგაციამ 22 იანვარს მცხეთის რეგიონალურ ოფისში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს სამი თანამშრომლისა და ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორი მრჩეველისგან შედგებოდა.
მცხეთის ოფისის ხელმზღვენელმა დელეგაციას რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მოცემულ თემაზე მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. დისკუსია გაგრძელდა ოძისისა და ახალგორის გზაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების საგუშაგოა განლაგებული. მოცემული ვიზიტი ამერიკის სენატორთა დელეგაციის რეგიონალური ტურნეს ფარგლებში შედგა. სტუმრები აშშ-ში დაბრუნებამდე აზერბაიჯანს ეწვევიან.