ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისი სკოლებში მისიის შესახებ საინფორმაციო სესიებს აწყობს

03.04.2014
31 მარტს და 1 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებმა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ორი სოფლის - დარჩელისა და განმუხურის სკოლაში მისიის შესახებ საინფორმაციო სესია მოაწყვეს. ღონისძიებებს მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების თანხლებით მეშვიდე-მეთორმეტე კლასის 100 მოსწავლე დაესწრო.

ინტერაქტიული პრეზენტაციის მეშვეობით შექმნილ დინამიურ ატმოსფეროში დამკვირვებლებმა განმარტეს მისიის მანდატი და მისი საქმიანობა დასავლეთ საქართველოში, რასაც  აუდიტორიის უამრავი შეკითხვა მოჰყვა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამკვირვებლებმა მოსწავლეებს მათი  ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების მორგება შესთავაზეს.

"ამ დამცავი აღჭურვილობის მოსინჯვისას ჩვენ ვიგრძენით თავი როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მომუშავე მოზრდილებმა"- თქვა ახალგაზრდა მოსწავლე გოგონამ.


Follow us on social media