11 სექტემბერს, სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია.
ბატონ კურცს თან ახლდა ავსტრიის ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის ავსტრიის ელჩი საქართველოში სილვია მაიერ-კაიბიჩი და ავსტრიის წამყვანი მედიის წარმომადგენლები.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბის უფროსმა სილვია ზეჰემ და მცხეთის რეგიონალურ ოფისის ხელმძღვანელმა მეტ ვოტლიმ ავსტრიის დელეგაციას მისიის მანდატის და საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მინისტრმა ისარგებლა შესაძლებლობით და პირადად მიესალმა მისიაში მყოფ რვა ავსტრიის წარმომადგენლიდან რამდენიმეს. მან ასევე განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების მიმართ.