გენდერული ძალადობა საგანგაშო პრობლემაა ქართულ საზოგადოებაში, სადაც ამ მიზეზით წელს უკვე 23 ქალია დაღუპული.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის სხვა წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას აღნიშნავს და მხარს უჭერს ადგილობრივ დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებს, რათა გააუმჯობესოს მათი ცნობადობა და მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივების გაფართოებასა და მდგრადობას.
წელს, მოცემული ღონისძიებების ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ორგანიზებას უწევს "თეთრი ლენტის" 16-დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გასტანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მდებარე სოფლებში პატრულირების დროს ევროკავშირის დამკვირვებლები ადგილობრივ მოსახლეობას "თეთრ ლენტებს" დაურიგებენ და ამ გზით წარადგენენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, 16-დღიანი კამპანიასა და ზოგადად გენდერული ძალადობის საკითხს. დამკვირვებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან დამხმარე მასალით.
თეთრი ლენტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული სიმბოლოა. თეთრი ლენტის ტარება პირობაა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობს და თვალს არ დახუჭავს მასზე.
დამკვირვებლების მიერ "თეთრი ლენტების" დარიგების გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის სხვა წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით ასევე ხელს შეუწყობს და მხარს დაუჭერს შემდეგ საქმიანობას ადგილზე არსებული ინიციატივების განსამტკიცებლად:
• რეგიონალურ ოფისებში ჩატარდება სემინარები/პრეზენტაციები და დისკუსიები მოსწავლეებთან გენდერის, ადამიანის უფლებებისა და 16-დღიანი კამპანიის თემებზე;
• ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ორგანიზებას გაუწევს ფილმების კინოჩვენებებს ახალგაზრდებისთვის;
• ქსანში დაგეგმილ მუნიციპალურ ღონისძიებაძე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო კლუბი მცხეთა-მთიანეთის გენდერული თანასწორობის ქსელის მხარდაჭერით, შეიქმნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდი/კუთხე პრეს-ოფისის მიერ უზრუნველყოფილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სიმბოლიკის მქონე ნივთებით;
• 26 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩეველი გენდერულ საკითხებში 16 დღიანი კამპანიისადმი მიძღვნილ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრება;
• ჩატარდება მრგვალი მაგიდა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობით;
• მისია მონაწილეობას მიიღებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინიციატივაში ზუგდიდის რაიონში ოჯახურ ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით;
• მისია დაესწრება 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართული არასამთავრობო ორგანიზაციების მრგვალ მაგიდას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ხელმძღვანელობის და ეკლესიის წარმომადგენლები;
• 3 დეკემბერს მისია მონაწილეობას მიიღებს საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, წარადგენს პრეზენტაციას და საინფორმაციო სტენდს, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო მასალებს ბავშვებს დაურიგებენ;
• კამპანიის ფარგლებში მოეწყობა საფეხბურთო მატჩი გორის რეგიონალური ოფისისა და გორის კულტურის ცენტრის გუნდებს შორის.