ახალი ამბები და სტატიები

გორში სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა

11.03.2015
6 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა გორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) თანამშრომლობით მრგვალი მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრაში სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს  მონაწილეობა.

ღონისძიება შეეხო საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლებში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ 2013 წელს ორგანიზებული მსგავსი შეხვედრის  შემდეგ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროებები მრავალ სფეროში, რომელიც მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის, სარწყავი და სასმელი წყლის საკითხებს. შეხვედრა დამსწრე ორგანიზაციებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრის, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდა.


Follow us on social media