ახალი ამბები და სტატიები

მცხეთის რეგიონალური ოფისი ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

12.03.2015
2015 წელს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა მცხეთის მთავარ მოედანზე სვეტიცხოვლის მახლობლად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების თანაორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის ქსელი და საქართველოს ქალთა მოძრაობის მცხეთის ფილიალი იყო. ღონისძიების მთავარ მიზანს ქართველი ქალების მხარდაჭერა და მაღალი თანამდებობების დასაკავებლად მათი უფლებამოსილებით აღჭურვა წარმოადგენდა.

მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა ისარგებლა შესაძლებლობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი გადასატანი ფოტო გამოფენა პირველად წარმოადგინა.  პატრულირებაზე გასული დამკვირვებლების თანხლებით ჩატარებულმა გამოფენამ გამვლელების დიდი ყურადღება მიიპყრო. მისიის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და კერძოდ სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებაში მონაწილეების უმრავლესობას ადგილობრივი მაცხოვრებლები წარმოადგენდნენ. ღონისძიებას ასევე შეუერთდნენ ტურისტები რუსეთიდან, ლიტვიდან და უკრაინიდან.





Follow us on social media