ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ‘მწვანე მშენებლობა 2015 საქართველო’-ს კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოში ნარჩენების გადამუშავებისა და მეორადი მოხმარების პრაქტიკისთვის მისიას უმაღლესი ჯილდო მიენიჭა. ჯილდო ნარჩენების შეგროვებასთან, დახარისხებასთან და განცალკევებასთან დაკავშირებით სამაგალითო პრაქტიკას გამოარჩევს.
მიმდინარე წლის დასაწყისში, კონკურსში მონაწილეობა მისიის ადმინისტრაციული მართვის განყოფილების ინიციატივით განხორციელდა. კონკურში ობიექტები ფასდება ჩვიდმეტ სხვადასხვა კატეგორიაში, რომელთა შორის ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკაც შედის.
ადმინისტრაციული მართვის განყოფილება რამდენიმე წლის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოში მწვანე მშენებლობის საბჭოს (GBC-GE) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ ამ პროექტში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მწვანე მშენებლობის სტანდარტების დანერგვას მთელ მსოფლიოში, ხოლო საბოლოო მიზანს კარგი გარემოსდაცვითი პრაქტიკის მოდელის დამკვიდრება წარმოადგენს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ნარჩენებს ახარისხებს სათაო ოფისში თბილისში და სამ რეგიონალურ ოფისში მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში. ნარჩენების განცალკევება მოიცავს პლასტმასს, მინას, ქაღალდს, ფოლადს, ზოგად ნარჩენებს და სახიფათო ნარჩენებს, როგორებიცაა ელემენტები, კარტრიჯები და ნათურები, რომლებიც ან გადამუშავებას ან უსაფრთხო განადგურებას ექვემდებარება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჯილდოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და იგი ხელს უწყობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრების მიერ მოცემული პრაქტიკის გამოყენების გაგრძელებას.