ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ჰოგმა და მისიის თანამშრომლებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულება მარინა კალიურანდს და თანმხლებ დელეგაციას 10 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში უმასპინძლეს.
მინისტრ კალიურანდს მიეწოდა ინფორმაცია მისიის მანდატსა და უახლეს ტენდენციებზე, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობაზე "ბორდერიზაციის" უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ადგილობრივი ფერმერებისთვის მიწის ხელმისაწვდომობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი სკოლის მოსწავლეების მდგომარეობა და ასევე განათლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გალის რაიონში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი კალიურანდი მისიაში მომუშავე ესტონელებს შეხვდა და ადგილზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად მისიის საქმიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
მინისტრს თან ახლდა ესტონეთის ელჩი საქართველოში ბ-ნი პრიიტ ტურკი და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.