ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს დაასრულა. ამ 16 დღის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვადასხვა ადგილეში თითქმის 1800 ადამიანთან მუშაობდა, კამპანიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა და გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერებას ამაღლებდა.
ამ დროის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები თეთრ ლენტებს ატარებდნენ, რაც იმის პირობაა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობს მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავს მასზე. უსაფრთხოების სფეროში მოქმედი პირები, სკოლის მოსწავლეები და ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ შორის იყვნენ, ვისაც ჩვენი დამკვირვებლები კამპანიის მნიშვნელობისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ესაუბრნენ. ბევრმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმაც მოინდომა ლენტების ტარება!
ჩვენი მისია მეტად აქტიური იყო კამპანიის მსვლელობისას, აწყობდა წარმატებულ პრეზენტაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში, ჩაატარა ქალებისა და გოგონებისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე ორიენტირებული კინოფესტივალი ზუგდიდში, აჩვენა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, ჩაატარა ინტერაქტიული სემინარები და მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში . მისიამ 16 დღიანი კამპანია ქუთაისის სამხედრო კადეტთა ლიცეუმში 300 სტუდენტს წარუდგინა, რამაც წაახალისა სტუდენტები, რომ თეთრი ლენტები ენთუზიაზმით ეტარებინათ.
ოჯახური ძალადობის პრევენცია შესაძლებელია ცნობიერების ამაღლების გზით და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ დახმარების მიღება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ: 309 903.