17 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი ევროპარლამენტში უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით თემაზე "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში: არსებული ვითარება და სამომავლო პერსპექტივები".
სხდომა გაიმართა ევროკავშირი-სომხეთის და ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტებისა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციების დასწრებით.
სხდომაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროკავშირის სამოქალაქო დაგეგმარებისა და ქმედებების უწყების (CPCC) ხელმძღვანელი კენეთ დინი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.