მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საქმიანობა დაიწყო, მდგომარეობა ადგილზე მრავალი კუთხით გაუმჯობასედა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსული ძალების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან გასვლა იყო. შედეგად, ბევრმა ქართველმა შეძლო თავის სახლსა და სოფლს დაბრუნებოდა.
თუმცა, რჩება ბევრი კაცი, ქალი და ბავშვი, რომელსაც ასე
ძლიერ არ გაუმართლა. მათი სახლები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ ტერიტორიებზე მდებარეობს. დღემდე მათ არ იციან შეძლებენ თუ არა ან როდის შეძლებენ დაბრუნებას.
უზარმაზარი საამშენებლო ძალისხმევის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ამ იძულებით გადაადგილებული პირების დასაბინავებლად, 6 300 სახლის მშენებლობა დაიწყო. ახალი დასახლებების დასრულების პროცესში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი მანდატის მოცემული კუთხით განხორციელების ფარგლებში, დასახლების სანახავად და ახალ მაცხოვრებლებთან გასასაუბრებლად მივიდა.
თუმცა სახლები არ არის იდეალური, მაგრამ ვის უნდა ჰქონდეს ამის მოლოდინი, როდესაც მათი სიჩქარეში, ზამთრის დადგომამდე მშენებლობა გახდა საჭირო, ახალი სახლები მაცხოვრებლებს შედარებით რიგიან პირობებს სთავაზობს. რაც ყველაზე მთავარია, ზამთრის სიცივისა და თოვლისაგან მაცხოვრებლებს სახლის ჭერ ქევშ ყოფნა იცავს. შესაბამისად, სახლები მოკლევადიანი პერიოდისათვის საკმაოდ ხელსაყრელია.
მაცხოვრებლების ყველაზე დიდი შეშფოთება სამედიცინო მომსახურებისა და სამუშაო ადგილების ნაკლებობით არის გამოწვეული. ახალი დასახლებები უმეტეს შემთხვევებში შორს არის ქალაქისა და ინფრასტრუქტურისაგან და დასაქმების შესაძლებლობაც მცირეა. საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს ამ პრობლემაზე მუშაობა, რათა თავიდან აიცილოს სოციალური უკმაყოფილება.
მეორე საკითხი, რომელიც ასევე მოსაგვარებელია, ეგრეთ წოდებულ „ძველ დევნილებს“ შეეხება. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 1992 და 1994 წლების ომის შედეგად დაახლოებით 70,000 დევნილი ჯერ კიდევ მძიმე პირობებში, კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობს. მათი ბედი არ უნდა იქნას დავიწყებული.
უკვე განხორციელებული უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას წინ ჯერ კიდევ დიდი გამოწვევები აქვს დასაძლევი.