ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერა

27.07.2016
ორშაბათს, 25 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება  ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და ძირითად პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ პრიზთან დაკავშირებული საქმიანობის გეგმის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა ფართო მედია კავშირების მქონე სანდო და გავლენიან მედია ორგანიზაციებთან. ესენია: საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

 ეს პარტნიორები მშვიდობის პრიზის პროექტს შემდეგი საქმიანობით დაეხმარება:

- საქართველოში თავისი მედია კავშირების საშუალებით მხარს დაუჭერს სპეციალურ პრიზს;
- 2016 წლის ნოემბრამდე წაახალისებს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომების შექმნას და წარდგენას;
- თავის ონლაინ და ბეჭდური გამოცემის რესურსებში გამოაქვეყნებს პროექტთან დაკავშირებულ ბეჭდვით, აუდიო და ვიდეო მასალას;
- წვლილს შეიტანს სასწავლო მასალების მომზადებში და მათ გავრცელებაში თავის მედია ქსელებში და არსებული კავშირების საშუალებით;
- უზრუნველყოფს მისი ქსელის წევრების / წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას პრიზთან დაკავშირებულ საქმიანობაში.


მარცხნიდან: ჯონ დურნინი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია; ნათია კუპრაშვილი (საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია), ნატა ძველიშვილი (საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია), მაია მამულაშვილი (საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია) და ბექა ბაჯელიძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის რეგიონული დირექტორი

Follow us on social media