ახალი ამბები და სტატიები

"რუსეთის "გაყინულ ზონაში", მცოცავი საზღვარი საქართველოსთან" - ნიუ იორკ თაიმსი

25.10.2016
"ევროკავშირი, რომელსაც დაახლოებით 200 დამკვირვებელი ჰყავს საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დამასრულებელ შეთანხმებაზე დასაკვირვებლად, ასევე აცხადებს, რომ ფაქტობრივი საზღვარი არ არსებობს, არის მხოლოდ "ადმინისტრაციული საზღვარი".

კიასტუტის იანკაუსკასი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძნელია იმის გაგება, თუ ზუსტად სად გადის ადმინისტრაციული საზღვრის ეს ხაზი. იგი არასდროს ყოფილა აღიარებული ან შეთანხმებული, და მისი ადგილმდებარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი რუკები გამოიყენება. რუსეთი, მისი თქმით, იყენებს 1980-იან წლებში საბჭოთა სამხედრო გენერალური შტაბის მიერ შედგენილ რუკას."


გასულ თვეში ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და სამხრეთ ოსეთის , რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თვითგამოცხადებული რეგიონის გამყოფი ხაზის აღმნიშვნელი ახლად დაყენებული მავთულხლართების მახლობლად . სერგეი პონომორიოვი ნიუ იორკ თაიმსისთვის

 

Follow us on social media