2016 წლის 19-20 დეკემბერს საქართველოში გამართულ მე -3 შეხვედრის ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს თბილისში და გაეცნენ ბრიფინგს მისიის საქმიანობის და ამოცანების შესახებ.
საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე კომიტეტის წევრია, და ასევე ევროპარლამენტის გენერალური სამდივნოს ოფიციალური პირები და ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მრჩევლები.
მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ერიკ ჰოგი მიესალმა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციას და საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების უფროსთან კაუპო კანდტან ერთად დელეგაციას ბრიფინგი წარუდგინა. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს დიდი ინტერესი მისიის ამოცანებისა და საქართველოს მასშტაბით მისი მნიშვნელოვანი როლისადმი და მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ბრიფინგის დროს წარდგენილი ანალიტიკური შეფასებისათვის.
საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტი წარმოადგენს კომიტეტს ევროპარლამენტის ფარგლებში და შედგება 18 წევრისგან. საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტი კურირებს ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის შორის ურთიერთობებს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ დისკუსიებთან და საერთო ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებაში ღია ფორუმად მოქმედებს.
დაწვრილებით ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:
მისიის
ხელმძღვანელის
მოადგილე
,
ერიკ
ჰოგი
(
ც
ენტ
რში
)
და
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
საინფორმაციო
ანალიტიკური
ანგარიშგების
განყოფილების
ხელმძღვანელი
დოქტორი
კაუპო
კანდი
(
პირველი
მარჯვნივ
)
ევროკავშირი
-
საქართველოს
საპარლამენტო
ასოცირების
კომიტეტი
ს
წევრებ
თან ერთად