2017 წლის 22 მარტს ოთხშაბათს 13:00 საათზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები მისიის თბილისის სათაო ოფისიდან ისევე როგორც მცხეთის, გორისა და ზუგდიდის რეგიონალური ოფისებიდან „წუთიერი დუმილისთვის“ შეიკრიბნენ. მისიის თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში და მაელბეკის მეტროს სადგურში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყველა თანამშრომელს ახსოვს და ემახსოვრება ამ საშინელი ტრაგედიის ყველა მსხვერპლი და მათი ოჯახები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მათ დღეს განსაკუთრებულად იგონებს.
ევროკავშირს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სხვა მისიებს ასევე ახსოვს ეს ტრაგიკული მოვლენა.
თანამშრომლების წუთიერი დუმილი მისიის სათავო ოფისში, თბილისი
გორის რეგიონალური ოფისი იხსენებს 2016 წელს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლებს
მცხეთის რეგიონალური ოფისის წევრები წუთიერ დუმილს შეუერთდნენ