2012 წლის 17 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც წაიკითხა ლექცია თემაზე "ევროკავშირის 60 წლისთავი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კონტექსტში".
ლექციის დაწყებამდე, მისიის ხელმძღვანელს კოლეგებთან ერთად მოუწყვეს ძალიან საინტერესო ტური უნივერსიტეტის კამპუსში.
ლექცია დაიწყო ზოგადი ინფორმაციით ევროკავშირის შექმნის, უკანასკნელი სამოცი წლის განმავლობაში ევროკავშირის ბოლო მიღწევების და ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საკვანძო მომენტების შესახებ, რომელიც მოიცავს შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და ევროკავშირის საქართველოსადმი დახმარების ძირითად მიმართულებებს.
გარდა ამისა, მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა იანკაუსკასმა განაგრძო საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ზოგადი აღწერა და კერძოდ, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებული მისიების დახასიათება. ლექცია ასევე მოიცავდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნის ისტორიას, მისი მანდატის შემადგენელი ნაწილებისა და საქმიანობების აღწერას, კერძოდ, 24 /7 პატრულირებას და დაკვირვებას. იგი ასევე შეეხო ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელებას, ნდობის აღდგენის მექანიზმების გამოყენებას, როგორიცაა შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში და ცხელი ხაზი, ასევე საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ საკონტაქტო პირებთან თანამშრომლობა.
თავისი პრეზენტაციის დროს მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოში მისიის ყოფნის უაღრეს მნიშვნელობას და მის მიერ შეტანილ დიდ წვლილს ადგილზე სტაბილურობისთვის, ასევე ინფორმაციის მიწოდებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიმღებთათვის ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში.
აქტიური კითხვა - პასუხების სესიამ დაასრულა შეხვედრა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირების, მმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა და იურისპრუდენციის მომავალი პრაქტიკოსები, ექსპერტები და მეცნიერები ცნობისმოყვარედ ცდილობდნენ გაეგოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოსაზრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე საქმიანობის შესახებ, საქართველოში კონფლიქტების მართვისა და მოგვარების პროცესის უფრო ფართო კონტექსტში.
მისიის ხელმძღვანელი სტუდენტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის შემადგენელ ნაწილებს წარუდგენს
ლექციას თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელი ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა ესწრება
ყურადღებიანი სტუდენტები დამაფიქრებელ საუბარში ჩაერთნენ
მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი ცნობისმოყვარე სტუდენტის საინტერესო კითხვას პასუხობს