7 მარტს შვედეთის თავდაცვის მინისტრი, მისი აღმატებულება ბ-ნი პიტერ ჰულტქვისტი და მისი თანმხლები დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პატრულირებაზე გაემგზავრა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი დელეგაციას მიესალმა და შვედეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებითი მხარდაჭერისთვის.
პატრულირების დროს შვედეთის თავდაცვის მინისტრს მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გეორგიოს პაპაიოანომ ადგილობრივი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა დაათვალიერეს და განიხილეს სოფელ ოძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილზე არსებული ბორდერიზაცია და მიმდინარე დინამიკა.
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მისიის უწყვეტი წარმომადგენლობის მტკიცე მხარდაჭერა შვედეთის მხრიდან.
დამატებითი ინფორმაცია
ამჟამად შვედეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში თანამშრომელთა წარგზავნის მიხედვით მეორეა. მისიაში შვედი ეროვნების 19 ქალი და მამაკაცი მუშაობს.
მინისტრს თან ახლდა მაღალი რანგის დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები და ასევე შვედეთის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ქ-ნი მარტინა ქვიქი.
მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი შვედეთის თავდაცვის მინისტრს, მის აღმატებულება ბ-ნ პიტერ ჰულტქვისტს მასპინძლობს
მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა გეორგიოს პაპაიოანომ შვედეთის თავდაცვის მინისტრს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა
შვედეთის თავდაცვის მინისტრი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს აკვირდება