ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივებისათვის მიწის უსაფრთხოდ დამუშავების პირობების უზურნველყოფას

24.04.2018
პატრულირება საკვანძოა მისიის მანდატის წარმატებით განხორციელებისათვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად ატარებს პატრულირებას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზეა გამახვილებული. მისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ხელშეწყობაა. 

2016 წლის შუა რიცხვებში ადგილობრივებმა მიმართეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფს, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სადამკვირვებლო საქმიანობას ახორციელებდა. ადგილობრივების თქმით, 2008 წლის ომის ნარჩენების გამო, მათ ეშინოდათ საკუთარი მიწის დამუშავება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე განსაზღვრულ  ტერიტორიებზე. 

მისიამ სიტუაცია ადგილობრივ თემთან განიხილა და შემდეგ მიმართა ჰალო ტრასტს HALO Trust - ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში ომის ნარჩენების გაწმენდის გამოცდილება გაჩნია. 2017 წელს HALO Trust-მა ადგილზე ნაღმებთან დაკავშირებული კვლევა ჩაატარა და მალევე მიწა ომის ნარჩენებისგან გაწმინდა. ადგილობრივებისთვის ამ მიწის უსაფრთხოდ დამუშავება 2008 წლის შემდეგ პირველად გახდა შესაძლებელი. ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებს დაახლოებით 20 ადგილობრივი ფლობს, ისინი დანარჩენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ძალიან აფასებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით  HALO Trust-ის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.

19 აპრილს ტელეკომპანია "იმედმა" გადაიღო სიუჟეტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და HALO Trust-ის თანამშრომლობის შედეგად გაწმენდილ ნაკვეთებზე. სიუჟეტი მოცემულია ინტერვიუები მისიის ხელმძღვანელ ბ-ნი ერიკ ჰოგთან, HALO Trust-ის პროგრამის მენეჯერ ბ-ნი ირაკლი ჭითანავასთან და ადგილობრივებთან.

სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა 22 აპრილს, კვირა საღამოს,  ანალიტიკურ პროგრამაში "იმედის კვირა".

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაღმვას არ აწარმოებს, რადგან ჩვენ სადამკვირვებლო მისია ვართ. ამავდროულად, ინფორმაციას ვაწვდით ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც Halo Trust-ია, რომელსაც შეუძლია ომის ნარჩენებისგან ადგილების გაწმენდა და იმაში დარწმუნება, რომ ადგილები უსაფრთხოა ფერმერებისთვის მიწის დასამუშავებლად. სწორედ ეს მოხდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ქვემო ნიქოზის მიმდებარედ. ამჟამად აქ ფერმერებმა თავიანთი მიწა პირველად დაამუშავეს 2008 წლის ომის შემდეგ" - აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი.

იხილეთ სიუჟეტი მოცემულ ბმულზე.


ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფი და კორესპონდენტი მარიამ ოშხნელი ამზადებენ აპარატურას მისიის ხელმძღვანელთან ინტერვიუს ჩასაწერად 



"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაღმვას არ აწარმოებს, რადგან ჩვენ სადამკვირვებლო მისია ვართ. ამავდროულად, ინფორმაციას ვაწვდით ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც ჰალო ტრასტია, რომელსაც შეუძლია ომის ნარჩენებისგან ადგილების გაწმენდა და იმაში დარწმუნება, რომ ადგილები უსაფრთხოა ფერმერებისთვის მიწის დასამუშავებლად" - ტელეკომპანია "იმედის" "ჟურნალისტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბ-მა ერიკ ჰოგმა განუცხადა



Halo Trust-ის პროგრამის მენეჯერი ბ-ნი ირაკლი ჭითანავა (მარცხნივ) და მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი  ინტერვიუსთვის ემზადებიან



მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და გორის რეგიონალური ოფისის თარჯიმანი თამარ მაისურაძე ადგილობრივ ფერმერებს ომის ნარჩენებისგან გაწმენდილ მათი მიწის ნაკვეთების დამუშავების შესახებ სამომავლო გეგმებზე ესაუბრებიან



გულმოდგინე ოპერატორი თავის ამოცანას დიდი ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმით ახორციელებს

Follow us on social media