ახალი ამბები და სტატიები

ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის დაწყებიდან მე -10 წლისთავთან დაკავშირებით 69-ე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

18.10.2018
17 ოქტომბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა  ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში ორგანიზება გაუწია 69-ე საინფორმაციო შეხვედრას. შეკრების საერთო მიზანი იყო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის დაწყებიდან მე-10 წლისთავის აღნიშვნა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ექსპერტები, ზუგდიდის ადგილობრივი საბჭო, ქალაქის მერია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უფროსმა პოლიტიკურმა მრჩეველმა და ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა წარადგინეს პრეზენტაციები მიღწევების, გამოწვევებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მიერ რეგიონში ზოგად უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის  შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო და აუდიტორიას საერთო ინტერესების მქონე საკითხების განხილვის  საშუალება მიეცა. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ყოველდღიურ ცხოვრებას.


ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ჰაკან რაპმა  წარადგინა პრეზენტაციები მიღწევების, გამოწვევებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მიერ რეგიონში ზოგად უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის  შესახებ 


შეხვედრა ინტერაქტიული იყო და აუდიტორიას საერთო ინტერესების მქონე საკითხების განხილვის  საშუალება მიეცა


მისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი ჰენრი უოტენი ესაუბრება აუდიტორიას


დისკუსია მიმდინარეობს

Follow us on social media