ახალი ამბები და სტატიები

მისია ბრიუსელსა და თბილისში ევროპის დღის სადღესასწაულო ღონისძიებებს შეუერთდა

10.05.2019

ევროპის დღის (9 მაისი) დღესასწაულის აღსანიშნავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში (EUMM) მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებში როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში. ჩვეულებისამებრ, ამ დღეს, ევროპულმა ინსტიტუტებმა  გაუღეს კარი სტუმრებს, რომლებსაც სურდათ უფრო მეტი გაეგოთ CSDP (საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის) მისიების შესახებ რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან განთავსებული.

ბრიუსელში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდს, როგორც ყოველთვის,  ბევრი სტუმარი ყავდა, მათ შორის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური, ბატონი ვინჩენცო კოპოლა, რომელიც მისიის სტენდის ერთ-ერთი პირველი ვიზიტორი გახლდათ. ბატონი კოპოლა მიესალმა მისიის თანამშრომლებს და მათ წარმატებული დღე უსურვა. მისიის სტენდს თავისი ვიზიტით ასევე პატივი დასდო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ. უმაღლესი წარმომადგენელი ესაუბრა  მისიის პრეს სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ბრიუსელში  ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ. 

თბილისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა რიყის პარკში, რომელიც იმ დღეს გადაქცეული იყო ევროპულ სოფლად. ევროპის დღეების წლევანდელი თემაა "ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ", რომელიც ხაზს უსვამს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებს.

ევროპულ სოფელში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სტუმრებს წარუდგინეს თავიანთი ქვეყნები, კულტურები და სამზარეულოები, მოუწყვეს ვირტუალური ტური.


სამოქალაქო ოპერაციების მეთაური, ვინჩენცო კოპოლა, მისიის პრეს  ოფიცერთან ნინო სუხიტაშვილთან და პრესსპიკერ, დეზ დოილთან ერთად

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერი, დეზ დოილი სტუმრებს მისიის მანდატზე ესაუბრება

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი ფედერიკა მოგერინი  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდს ეწვია

ადგილობრივი სკოლის მოსწავლე თბილისიდან კმაყოფილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბლოკნოტის მიღებით, მას შემდეგ, რაც წარმატებით შეავსო კითხვარი ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისიის სტენდთან უმასპინძლა

მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქეით ფიერონი დღესასწაულს შეუერთდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტუმრებთან ერთად სურათები გადაიღო 

მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა მისიის სტენდზე მიიწვია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი




Follow us on social media