
„ამ შეხვედრების მიზანი ინფორმაციის მუდმივ, არაფორმალურ დონეზე გაზიარებაა,“- განაცხადა გენერალმა ჟანვიემ შეხვედრაზე. „ჩვენ ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, დავსვამთ შეკითხვებს და განვიხილავთ გადაუდებელ საკითხებს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იქნება არაფორმალური შეხვედრები პროფესიონალებს შორის.“
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს პოლიციას შორის უკვე მეტად კარგი სამუშაო ურთიერთობა დამყარდა და ყოველკვირეული შეხვედრები კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოცემულ თანამშრომლობას. შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სხვადასხვა საკითხებზე შეკითხვების დასმის, ხოლო ქართულ მხარეს მისი გეგმებისა და პროექტების შესახებ მისიის ინფორმირების საშუალებას მისცემს.

ბატონ თრამაკიძესა და გენერალ ჟანვიეს გარდა შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეკავშირე ოფიცერი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ბ-ნ რინას ბენძიუსი მისიის სათაო ოფისიდან, მისიის გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სტეფან ბურელი, გორის რეგიონალური ოფისის ანგარიშის წარმდგენი ოფიცერი, კაპიტანი დევიდ ედრუსი და ბ-ნ გიორგი ლომიძე გორის პოლიციიდან.