ახალი ამბები და სტატიები

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია

12.01.2009

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი აღმატებულება, მიშელინ კალმი-რეი, ორშაბათს, 12 იანვარს, შვეიცარიელ ოფიციალურ პირთა მრავალრიცხოვანი დელეგაციის, დიპლომატებისა და მედიის თანხლებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია.

მას მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე და გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სტეფან ბურელი შეხვდნენ. მინისტრმა მიიღო ინფორმაცია  მისიის მანდატზე, საქმიანობასა და გამოწვევებზე და ამჟამად ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მდგომარეობის პოლიტიკური ასპექტების შესახებ,  შვეიცარიის დელეგაიის შეკითხვებს უპასუხა. 

 

გენერალმა ჟანვიემ განმარტა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრაქტიული მიდგომა და განაცხადა, რომ მისია ფოკუსირებას ყველა შესაბამის ხელისუფლებას შორის ადგილზე ნდობის აღდგენაზე ახდენს. ქალბატონმა კალმი-რეიმ მისიის საქმიანობის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა.
Follow us on social media