შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი აღმატებულება, მიშელინ კალმი-რეი, ორშაბათს, 12 იანვარს, შვეიცარიელ ოფიციალურ პირთა მრავალრიცხოვანი დელეგაციის, დიპლომატებისა და მედიის თანხლებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია.
მას მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე და გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სტეფან ბურელი შეხვდნენ. მინისტრმა მიიღო ინფორმაცია მისიის მანდატზე, საქმიანობასა და გამოწვევებზე და ამჟამად ადგილზე არსებულ სიტუაციაზე. მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მდგომარეობის პოლიტიკური ასპექტების შესახებ, შვეიცარიის დელეგაიის შეკითხვებს უპასუხა.