ახალი ამბები

ევროკავშირი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საქართველოში ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015-ის გამოცხადებით აღნიშნავს

04.05.2015
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015

ევროკავშირი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ აღნიშნავს, რომელიც მეოთხედ ჩატარდება.
 
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015“ გამოავლენს საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევრებს, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა/გადაიცა ეთერში 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

“ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში” არის პირველი ასეთი ინიციატივა საქართველოში, რომლის მიზანია ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარება, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ხუთ საპრიზო კატეგორიაში:

1.    საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში;
2.    საუკეთესო საგამოძიებო ტელე/რადიო სიუჟეტი;
3.    საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი;  
4.    ყველაზე ინფორმატიული ონლაინ მედია საშუალება (ახალი ამბების სააგენტო, ვებ-პორტალი, ონლაინ გაზეთი, ონლაინ ჟურნალი);
5.    საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;  

საქართველოში ფოტოჟურნალისტიკის წახალისების მიზნით, იმისათვის რომ ფოტოგრაფებმა თავიანთ ფოტოებში აღბეჭდონ ევროპული ღირებულებები, წელს საპრიზო კატეგორიას დაემატა საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს ნომინაცია. აღნიშნული პრიზი გადაეცემა ფოტოს ავტორს, რომელიც ადამიანის უფლებებს საუკეთესოდ ასახავს  მათ შორის უმცირესობათა უფლებებს, სოციალურ სამართლიანობას, ადამიანური ღირსების პატივისცემას, სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობასა და კანონის უზენაესობას.

თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 1,500 ევროს ოდენობით.  

წელს ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ასევე აცხადების „მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზის“ მესამე რაუნდს.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) “მშვიდობის ჟურნალისტიკის პრიზი” ენიჭება საუკეთესო ნაშრომს ბეჭდურ, აუდიოვიზუალურ ან ონლაინ მედიაში, რომელიც შეეხება კონფლიქტების თემას. გამარჯვებული ჟურნალისტი სტიპენდიას მიიღებს და გაემგზავრება ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში (IWPR), მთავარ ოფისში, კავკასიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 2 ნოემბერი.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015“-ის  შესახებ ინფორმაცია იხილეთ  ვებ-გვერდზე: www.euprizejournalism.ge  და www.eumm.eu/peaceprize/

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

თამრიკო მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

ჯონ დურნინი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პრესსპიკერი John.durnin@eumm.eu  

თენგიზ გოგოტიშვილი, ერთად შევეგებოთ ევროპას Tengiz.Gogotishvili@uk.ecorys.com (+995 99 51 13 98)

Follow us on social media