ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კონკურსი „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გახსნილად გამოაცხადა

30.06.2016
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად,  2016  წლის კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გახსნილად  გამოაცხადა.

პრიზი საქართველოს პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზი გაიცემა საუკეთესო ნაშრომისთვის  ბეჭდვით,  სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკაში. პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცემა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება 2015 წლის 2 ნოემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით გამოქვეყნებული ნაშრომების წარდგენა. საპრიზო კატეგორიებია:

• ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს;
•    საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
•    საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
•    საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
•    საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
•    საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი,  ან თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
•    საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის პრიზის მფლობელი ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის. სხვა კატეგორიებში თითოეული გამარჯვებული 1,250 ევროთი დაჯილდოვდება. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ნოემბერი.  სააპლიკაციო ფორმის, კონკურსის წესებისა და ნაშრომის წარდგენის პირობების გასაცნობად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს www.euprizejournalism.eu.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი თბილისში სასტუმრო სიტადინში პრესკონფერენციაზე 2016 წლის კონკურსს “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში” გახსნილად  აცხადებს


წლევანდელი კონკურსის გახსნა ბევრმა მედია საშუალებამ გააშუქა. კონკურსის გახსნის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა
სხვადასხვა მედია საშუალებების კითხვებს უპასუხა


Follow us on social media