ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ქართული შეიარაღებული ძალების კონცენტრაციასთან დაკავშირებული ბრალდებების შედეგად, გუშინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფებმა, სამხერთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად, ყველა ძირითადი ქართული სამხედრო პუნქტის დათვალიერება განახორციელეს.
არსებული მტკიცებულებების დეტალური შეფასების შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაასკვნა, რომ ადგილი არ აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას და ქართული შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას. ყველა სამხედრო თანამშრომელი თავის ჩვეულ ფუნქციას ახორციელებდა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების საფუძველზე ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს. ასევე მოხარული ვიქნებით დავათვალიეროთ იმ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების ნამსხვრევები, რომლებიც ცნობების მიხედვით ცხინვალში იქნა ნაპოვნი თუ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოცემულის განსახორციელებლად ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას მოგვცემს.