ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაჩნია, რომ ორი ქართველის, დავით კაპანაძისა და დემურ ჭიღლაძის შემთხვევა, რომლებიც ამჟამად სამხრეთ ოსეთში არიან დაკავებულნი, ხაზს უსვამს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხორციელების მხრივ წინსვლის მიღწევის აუცილებლობას, რომელიც ჟენევაში 2009 წლის 18 თებერვალს ყველა მხარის მიერ იქნა შეთანხმებული.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა:
„ზუსტი დეტალები თუ რა მოხდა ამ დღეებში ორი ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ეს შემთხვევა აშკარას ხდის ადმინისტრაციულ საზღვარზე სისტემატიურად გადაადგილების საკითხის მოგვარების აუცილებლობას. ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მყოფი მოქალაქეების კანონიერი ინტერესია საზღვრის ისე გადაკვეთა, რომ ციხეში ან სასამართლოს წინაშე არ აღმოჩნდნენ. უნდა არსებობდეს გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით თუ რა წესები მოქმედებს.
ცოტა ხნის წინ ჟენევაში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მხოლოდ ყველა მხარეს შორის რეგულარული შეხვედრების მეშვეობით შეიძლება მსგავსი სიტუაციების გარკვევა და დაძაბულობის შემცირება ყველას საკეთილდღეოდ. დიდი იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა ამ შეხვედრებისათვის დეტალური პირობების შესათანხმებლად, ისე რომ სამომავლოდ აღკვეთილი იქნას მსგავსი ინციდენტები.