ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია გუშინ, მოსაბრუნის მახლობლად, ახალგორის რაიონში მომხდარი ინციდენტით, სადაც მედიის ცნობით რუსი ჯარისკაცები დაშავდნენ ან დაიღუპნენ. დაახლოებით შუადღისას, აფეთქების ხმა ჩვენმა დამკვირვებლებმა ქვემო ჭალის მახლობლად პატრულირებისას გაიგონეს.
გვესმის, რომ არ არის ნათელი რა მოხდა - ეს უბედური შემთხვევა იყო თუ რაიმე ფორმის დივერსიული აქტი. რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მთელს ტერიტორიაზე სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის უზრუნველყოფა სურს, ჩვენ მეტად მოხარულნი ვიქნებით ჩავატაროთ ინციდენტის გამომწვევი მიზეზის ნეიტრალური გამოძიება, თუ ამის ნებართვას ტერიტორიაზე მოქმედი შესაბამისი ხელისუფლება მოგვცემს.