პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებო მისია გმობს დვანთან პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმებს

30.03.2009
დღეს, დაახლოებით დილის 9 საათზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სოფელ დვანის ჩრდილოეთით, აფეთქება მოხდა. დაზიანდა ქართული პოლიციის ერთი მანქანა, რომელშიც 5 პოლიციის ოფიცერი იმყოფებოდა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ოთხი მათგანი. მაშველი ჯგუფის ადგილზე მისვლის შემდეგ, განხორციელდა მეორე აფეთქება, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ ორი პოლიციელი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, დაგმო მოცემული ინციდენტი:

„ძლიერ შეშფოთებულნი ვართ დღეს მომხდარი აფეთქებებით. ინციდენტის მთელი გეგმა მეტად საგანგაშოა. პირველადი გამოძიების თანახმად, პირველი აფეთქება მიმართულებითი ნაღმის მიერ იყო გამოწვეული. შესაბამისად, თავდამსხმელები არ განასხვავებდნენ თუ ვინ იქნებოდა პოტენციური მსხვერპლი, რადგან ნებისმიერი მანქანა შეიძლებოდა დაშავებულიყო. შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ მეორე აფეთქება მიზანმიმართულად განხორციელდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პირველი აფეთქების შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდნენ.

მოცემული თავდასხმა, როდესაც პოლიციელიები თავიანთ კანონიერ მოვალეობებს ასრულებდნენ, სარკოზი-მედვედევის შეთანხმების სრულიად მიუღებელი დარღვევაა. იმედი გვაქვს, რომ ინციდენტი  სრულყოფილად იქნება გამოძიებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე და დამნაშავენი სათანადოდ დაისჯებიან.

სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპული პოლიციელის ოჯახსა და მეგობრებს და დაშავებულ პოლიციელებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“

დვანი არაერთხელ გამხდარა ინციდენტების ადგილი და დღევანდელ შემთხვევასაც შეუძლია უფრო გაზარდოს დაძაბულობა. შესაბამისად, მგავსი ინციდენტების აღკვეთისა და დაძაბულობის შესამცირებლად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მიღებული ინციდენტების პრევენციის მექანიზმის სწრაფი ამოქმედება.

Follow us on social media