პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გასამართად თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს

07.05.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი მანდატის ფარგლებში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მუშაობს.

ბოლო კვირების განმავლობაში, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე ძალების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით სხვადასხვა  განცხადებები ვრცელდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ქართული პოლიციისა და შეიარაღებული ძალების საქმიანობის მონიტორინგს. როგორც უკვე განვაცხადეთ, არ ვართ მომსწრე ამ შეთანხმებების საწინააღმდეგო არც ერთი ქმედებისა.

ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალებისაგან მივიღეთ გარკვეული სახის გარანტიები მათი ბოლოდროინდელი დამატებითი განლაგებების ბუნებაზე, მაგრამ გვესაჭიროება უფრო მეტი ინფორმაციის გაცვლა ამ საქმიანობების შესახებ და მონიტორინგი თუ რა ხდება ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეზე.

ყველა მხარეზე დაძაბულობის შემცირების საუკეთესო  გზა ჟენევაში შეთანხმებული ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ზემოთაღნიშნული და სხვა საკითხების განხილვის შესაძლებლობაა. სამწუხაროა, რომ მოგვიწია დღეს დაგეგმილი შეხვედრის გადადება, რადგან ერთმა მხარემ შეცვალა 23 აპრილს გამართულ საწყის შეხვედრაზე გამოთქმული პოზიცია შეხვედრის შესაფერისი ადგილის თაობაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოცემული შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.  

Follow us on social media