პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედგაცრუებულია, რომ შეხვედრა ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არ გაიმართება

21.06.2009

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გამოხატა იმედგაცრუება, რომ სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება არ დასწრებოდა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც სამშაბათს, 23 ივნისს იყო დაგეგმილი.

მისიის ხელმძღვანელმა, ელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა:

„მეტად იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩვენი სრული ძალისხმევის მიუხედავად, შეგვესრულებინა, 29 მაისს, უკანასკნელი შეხვედრისას, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციისაგან მიღებული თხოვნები, მათ გადაწყვიტეს არ დასწრებოდნენ 23 ივნისს დაგეგმილ დისკუსიის განახლებას. სამწუხაროდ ეს შეხვედრა უნდა გადავდოთ. ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოაგვაროს საკითხები და განიხილოს ინციდენტები 2009 წლის თებერვალში ჟენევაში შეთანხმებული მექანიზმების საფუძველზე.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე მაქსიმალურად სწრაფად შევძლებთ დისკუსიის განახლებას.

Follow us on social media