პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერგნეთში საგანგებო შეხვედრა გამართა

31.07.2009

ზემო ნიქოზში, 29 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წამოყენებულ ბრალდებებთან მიმართებაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (ესმი), 31 ივლისს, პარასკევს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, საგანგებო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმოამდგენლები დაესწრნენ. სხვდასახვა მიზეზების გამო,  ეუთოსა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ.

შეხვდერის მონაწილეებმა ინციდენტის თავიანთი ვერსიები კიდევ ერთხელ გაიმეორეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, გასული აგვისტოს მოვლენების წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, ყველა მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდა. ასევე, დიალოგის რაც შეიძლება სწრაფად გასაგრძელებლად,  ინციდენტების პრევენციისა და რეაგილების მექანიზმის ფარგლებში მისიამ სრულფასოვანი შეხვდრების გამართვისკენაც მოუხმო.
   
ბოლოს, მომავალში მსგავსი დავების სწრაფად გადასაწყვეტად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხაზი გაუსვა, ყველას მიერ ცხელი ხაზის სიტემის ეფექტიანად გამოყენების საჭიროებას.


 




Follow us on social media