პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (ესმი) არსებულ მგრძნობიარე პერიოდში პატრულირება გააძლიერა

06.08.2009

 

გასული წლის კონფლიქტის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება ისეთი განცხადებების გაკეთებისას და იმ ქმედებებში, რომლებიც შესაძლოა  არასწორად   ან შეცდომით იქნას  აღქმული. ყველა მხარის ინტერესში შედის, რომ სიტუაცია მშვიდი და სტაბილური დარჩეს.

 

სადავო საკითხების ან სავარაუდოდ მომხდარი ინციდენტების განხილვა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში და მასთან დაკავშირებული „ცხელი ხაზის“ სისტემით უნდა განხორციელდეს. ჩვენ მზად ვართ საჭიროებისამებრ ორგანიზება გავუწიოთ შემდგომ შეხვედრებს მხარეებს შორის. ასევე, თანახმა ვართ შევისწავლოთ დამატებითი მტკიცებულებები თუ ამისათვის  ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეზე გადასვლის შესაძლებლობა მოგვეცემა.

 

ამავდროულად, არსებული პერიოდის მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა მისი საპატრულო საქმიანობა. ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები მუშაობენ, როგორც დღისით, ასევე ღამით, რათა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მცხოვრები მოსახლეობისათვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადგილზე არსებულ მდგომარეობას დააკვირდნენ.

 

დღემდე, გაზრდილი დაძაბულობისა და იმ მტკიცებების მიუხედავად, რომ ადგილი ჰქონდა ინციდენტებს, მდგომარეობა საერთო ჯამში მშვიდი რჩება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ყველა მახრე გააგრძელებს ძალისხმევის გაწევას მოცემული მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

Follow us on social media