პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიყენონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი შავ ზღვაში ბოლო დროს განხორციელებული საზღვაო ინციდენტების განსახილველად

02.09.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის, რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, ბოლო დროს, შავ ზღვაში ხომალდების შესაძლო დაკავების ან მათზე თავდასხმის თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო. ეს განცხადებები ასახავს იმ საპირისპირო იურიდიულ პოზიციებს, რომლებიც საქარველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არსებობს. მაშინ როდესაც ამ საკითხთან მიმართებაში ევროკავშირის პოზიცია კარგად არის ცნობილი და უცვლელი რჩება, ესმი ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისაგან, რამაც შესაძლოა დაძაბულობის ზრდა და სიტუაციის გაუარესება გამოიწყვიოს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თხოვნით, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დღის წესრიგში იქნა შეტანილი, რომელიც 8 სექტემბერს, გალში, გაიმართება. მისიას მიაჩნია, რომ მოცემული საკითხის მოგვარებისათვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი შესაფერის ფორუმს წარმოადგენს.
Follow us on social media