პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს ოთხი არასრულწლოვანი მოქალაქის დაკავების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს

08.11.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  საქართველოში (ესმი) უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ოთხშაბათს, 4 ნოემბერს, ცხინვალის მახლობლად საქართველოს ოთხი, 14-დან 17 წლამდე, არასრულწლოვანი მოქალაქის დაკავების გამო.

ბოლო დღეების განმავლობაში, ესმი ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდებოდა  ყველა მონაწილე მხარეს, კერძოდ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველას ახსენებს, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად მუდმივად უნდა იყოს უზრუნველყოფილი არასრულწლოვანი დაკავებულებისადმი სათანადო მოპრობა. ამასთან, წინასწარი გამოძიებისას, დაკავებული ბავშვები არ უნდა იქნან მოთავსებულნი პენიტენციარულ დაწესებულებებში დამნაშავეებთან ერთად; მხოლოდ სოციალური სამსახურის დეპარტამენტი ან მისი ჩამანაცვლებელი სტრუქტურაა უფლებამოსილი დაკავებაში ამყოფოს არასრულწლოვანი მოქალაქეები; არასრულწლოვან მოქალაქეებს აქვთ სამართლებრივი დახმარების დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უფლება; აქვთ მშობლების ან სხვა ოჯახის წევრების მიერ მონახულების უფლება; ასევე, დე-ფაქტო ხელისუფლება ვალდებულია აცნობოს არასრულწლოვან დაკავებულთა მშობლებს ან მეურვეებს წაყენებული ბრალდება.

გარდა ამისა, ესმი მჭიდრო კონტაქტში იმყოფება თბილისში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელთან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს მზადყოფნას დაეხმაროს დაკავებულებს ყველა შესაბამისი მეთოდით და ასევე დაჟინებით მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას გამონახოს საერთო ენა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან რათა არსებული სიტუაცია  სწრაფად და დამაკმაყოფილებლად გადაწყდეს.

საკონტაქტო პირები მედიისათვის:

ჯოანა ზებერი  +995 91 22 70 46
ვირჯინია ანტონინი + 995 91 22 70 24

Follow us on social media