პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) მწუხარებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის მხარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ მიიღონ მონაწილეობა 19 ნოემბერს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიხმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში

18.11.2009
ევროკავშირის სადამკვირვებო მისია (ესმი) მწუხარებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის მხარის გადაწყვეტილების გამო არ მიიღონ მონაწილეობა 19 ნოემბერს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიხმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში.

„მუდმივი დიალოგი წინსვლის ერთადერთი გზაა,“ - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა. „მიუხედავად პროცედურული განსხვავებებით გამოწვეული უკმაყოფილებისა, რაც აფერხებს მექანიზმის ეფექტიანობას, ყველა მონაწილე უნდა აფასებდეს მოცემული ფორუმის მნიშვნელობას, როგორც ისეთი ინსტრუმენტისა, რომელიც ინფორმაციის გაცვლისა და ადგილზე კონკრეტული შემთხვევების განხილვის საშუალებას იძლევა“.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, ეუთოსა და ევროკავშირის მონაწილეებს შორის ინფორმაციის რეგულარულმა გაცვლამ ხელი შეუწყო ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მახრეზე რიგი დაკავებულის სახლში დაბრუნებას. „იმედი გვაქვს, რომ მექანიზმი მომავალშიც შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას,“ -  განაცხადა ელჩმა ჰაბერმა. „ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ შეასრულოს, პოსტ-კონფლიქტური სიტუაციისაგან გამოწვეული პრობლემების წინაშე მდგარი, სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ აღებული ვალდებულებები და მოვუწოდებთ მათ რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.“

Follow us on social media