პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) მიესალმება დაკავებულთა განთავისუფლებისადმი სწრაფ და ჰუმანურ მიდგომას

24.11.2009

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) ხელმძღვანელის მოადგილე გენერალი ჟილ ჟანვიე მიესალმა გუშინ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული სამი რუსი მოქალაქის დღევანდელ სწრაფ განთავისუფლებას. ესმი-მ მონიტორინგი გაუწია დღეს ერგნეთში საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი მათ გადაცემას.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ცხელი ხაზის გამოყენების საშუალებით ყველა მხარის მიერ ამ საკითხის მოგვარების პრაქტიკულ გზას. ჩვენ დიდად ვიმედოვნებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პროცესი მომავალშიც იქნება ის ფორუმი, რომელიც გამოყენებული იქნება მსგავსი ქმედებების მოსაგვარებლად”.


საკონტაქტო პირები მედიისათვის:

სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
ჯოანა ზებერი  + 995 91 22 70 46

Follow us on social media