პრეს რელიზები

ბოლოდრიონდელი ინციდენტის შემდეგ, გადაადგილების თავისუფლებისა და დაკავებულებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებს

06.01.2010
6 იანვარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰაბერმა, მომდევნო კვირის დასაწყისში, გადაადგილების თავისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სიახლოვეს დაკავებულთა საკითხების განსახილველად,  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის გამართვისაკენ მოუწოდა. ამ პროცესში ჩვეულებისამებრ ჩაერთვებიან ეუთოს, საქართველოს მთავრობის, რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრის აუცილებლობა ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების შედეგად არის გამოწვეული, სადაც უკანასკნელი შემთხვევა  დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მკვიდრ ბ-ნ გენადი პლიევს ეხება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 იანვარს  იქნა დაკავებული. გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ბ-ნ პლიევს და მისი საკითხი, ერგნეთსა და შემდეგ ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს. მისია ასევე იმ ადგილს ეწვია, სადაც ცხინვალის წარმომადგენლების თქმით სავარაუდოდ  ადგილი ჰქონდა დაკავებას. ესმის წარმომადგენლები ასევე ესაუბრნენ დაკავებულის ოჯახსა და მეზობლებს. ელჩმა ჰაბერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა გავარკვიოთ ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები და მოვძებნოთ გზები სიტუაციის ყველა ჩართული მხარის ინტერესების გათვალისწინებით მოსაგვარებლად. ჯერ არ არის წარმოდგენილი ნათელი სურათი, რადგან არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობას მომდევნო დღეებშიც გავაგრძელებთ. ამავდროულად, მოცემული შემთხვევა, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მომხდარ დაკავებათა ბოლოდროინდელ შემთხვევებს მოჰყვა, გადაადგილების თავისუფლებასთან, უსაფრთხოებასთან და დაკავებულებთან დაკავშირებულ უფრო ფართო საკითხებს წამოჭრის. საბოლოო შედეგის სახით, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნება ორივე მხარეზე უნდა შეეძლოთ. მოცემული საკითხების განსახილველად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პროცესი მართებულ ფორუმს წარმოადგენს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისში, ყველა მხარეს, არსებული საკითხების განსახილველად შეხვედრის გამართვისაკენ მოვუწოდებ“.

____________________________
საკონტაქტო პირები მედიისათვის:

სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
ვირჯინია ანტონინი + 995 91 22 70 24

Follow us on social media