ზემოთაღნიშნული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მნიშვნელოვანი შენიშვნები გააჩნია 2010 წლის 4 იანვარს სამხრეთ ოსეთის მკვიდრი ბ-ნ გენადი პლიევის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ბ-ნ პლიევს 5 და 8 იანვარს ესაუბრნენ. 5 იანვარს ისინი ბ-ნ პლიევის ოჯახთან და მეზობლებთან შეხვედრამდე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთში და შემდეგ ცხინვალში შეხვდნენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე ეწვია იმ ადგილს, საიდანაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით სავარაუდოდ ბ-ნ პლიევის გატაცება მოხდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე მოიძია ინფორმაცია საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან.
ხელმისაწვდომი ინფორმაციის საგულდაგულო შესწავლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბ-ნ პლიევის გატაცების ფაქტს და დაპატიმრებისას მის ხელთ იარაღის არსებობას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დიდი იმედი აქვს, რომ ყველა მხარე მხედველობაში მიიღებს მოცემულ შემთხვევას. საბოლოოდ, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ორივე მხარეზე დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად გაამოთქვამს აზრს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ადამიანების მიმართ გატარებული უნდა იქნას ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი ზომები.

საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
ვირჯინია ანტონინი + 995 91 22 70 24
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
ვირჯინია ანტონინი + 995 91 22 70 24