![](/data/image_db_innova/Perevi%20RU%20CP.jpg)
გასულ შაბათ-კვირას, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხრეთ ოსური ძალების განთავსებამ გაზარდა დაძაბულობა, რამაც კვირის განმავლობაში ბევრ ადამიანს სოფლის დატოვება აიძულა.
ევროკავშირი დაჟინებით აცხადებს, რომ პერევის საგუშაგო, ისევე როგორც სოფელი პერევი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მდებარეობს და იგი უნდა დატოვონ როგორც რუსულმა, ასევე ოსურმა შენაერთებმა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედს გამოთქვამს, რომ რუსული შენაერთების დაბრუნება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სიტუაციის გაუმჯობესებას.