პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია პერევში არსებული მდგომარეობით

08.11.2008
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  შეშფოთებას გამოთქვამს პერევის მახლობლად მდებარე რუსულ საგუშაგოსთან არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული ძალები დაჟინებით უარს აცხადებენ საგუშაგოს მოხსნაზე, მიუხედავად იმ ფქტისა, რომ იგი ცხადად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთით მდებარეობს. ადგილზე არსებული მტკიცებულებებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსულ სამხრედრო ძარლებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ძალები ჩაანაცვლებენ. ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას სოფელ პერევსა და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის საზიანოდ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლის გარდაცვალების გამო, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, სავარაუდოდ სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სინანულს გამოთქვამს, რომ ინფორმაციის ადგილზე შესაგროვებლად, არ მიეცა საშუალება გადაეკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს  თავიდან აიცილონ პროვოკაციები. მისია მზად არის ყველა მონაწილე მხარესთან ნდობის აღდგენის კონსტრუქციულ პროცესში ჩაებას.

Follow us on social media