პრეს რელიზები

ელჩი ჰაბერი მიესალმება პოლკოვნიკ იუსსი სარესსალოს როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ახალ მოადგილეს

17.09.2010

15 სექტემბერს პოლკოვნიკმა  იუსსი სარესსალომ დაიწყო თავისი ფუნქციების შესრულება, როგორც მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქართველოში.

პოლკოვნიკი სარესსალო ცვლის გენერალ ჟილ ჟანვიეს რომელმაც მისია ორი წლის შემდეგ დატოვა.

"მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ ჟანვიეს მისი ფასეული და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მისიის მუშაობაში მისი დაარსების რთულ პერიოდში და ადგილზე თავისი პირველი ორი მანდატის განმავლობაში. ამავე დროს, მე მივესალმები პოლკოვნიკ სარესსალოს ჩამოსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად კარგად ვიმუშავებთ მისიის მანდატის წარმატებული განხორციელებისათვის", განაცხადა ჰანსიორგ ჰაბერმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ფინეთის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულს, (გადამდგარ) პოლკოვნიკ  სარესსალოს ეკავა სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობები გაეროს მისიებში. ბოლოს იგი მსახურობდა დასავლეთ ბალკანეთის სამშვიდობო მრჩევლად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და ასევე ევროკავშირის წარმომადგენელად დარფურში, სუდანში.

პოლკოვნიკ სარესსალოს ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

Follow us on social media