პრეს რელიზები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მე-7 შეხვედრა გაიმართა

28.10.2010
სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრები,   28 ოქტომბერს, ერგნეთში, მე-7 შეხვედრაზე განახლდა.  შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ხელისუფლების, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსეთის მისაზღვრეები. ისევე როგორც წარსულში, შეხვედრის თანათავმჯდომარეები ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იყვნენ.

ყველა მონაწილის მიერ მოწოდებულ წინადადებებზე დაფუძნებული დღის წესრიგი  რიგ საკითხებს მოიცავდა, რომელთა უმრავლესობა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების მკვიდრი მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული. არსებული საკითხები დეტალურად იქნა განხილული და მათზე შემდგომი მუშაობის აუცილებლობის გამო, მიღწეულ იქნა შეთანხმება ურთიერთქმედების გააქტიურების შესახებ, მათ შორის ცხელი ხაზის გამოყენებით.

2010 წლის დასაწყისიდან დაფიქსირებული ინციდენტების მიმოხილვა რეგიონში ზოგადი დაძაბულობის შემცირებას ასახავს. შეხვედრა საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მე-8 შეხვედრის გამრთვა 2010 წლის 10 დეკემბერს დაიგეგმა.



Follow us on social media