ახლახან პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს საქართველოში ბოლოდროინდელი აფეთქებების სერიებში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. მისიას არ გამოუძიებია ეს მოვლენები, რადგან ეს მისი მანდატით გათვალისწინებული არ არის.
ჩვეული პროცედურის ფარგლებში, მისიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ცხელი ხაზის მეშვეობით შემოსული სატელეფონო ზარების ამსახველი 3 ოქტომბრის ჩანაწერები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. ცხელი ხაზის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მონაწილესათვის. ცხელი ხაზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაციის გაზიარებისა და დაძაბულობის შემცირების საკითხებში.
საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
იოანა ჟებერი + 995 91 227 046