პრეს რელიზები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მერვე შეხვედრა გაიმართა

10.12.2010
10 დეკემბერს, ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს  თანათავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მერვე შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებულ რიგ ინციდენტებზე ინფორმაცია და მოსაზრებები გაცვალეს. ისინი ადმინისტრაციული საზღვრის მდებარეობისა და გადაკვეთის პროცედურებთან დაკავშირებულ  საკითხებს მოიცავდა. ასევე განიხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე დაკავებულთა ბედი. დისკუსია კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა და მიღწეულ იქნა  შეთანხმება, რომ  მომდევნო შეხვედრა იგივე ფორმატით 2011 წლის 21 იანვარს ჩატარდება.

____________________________
საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
იოანა ჟებერი  + 995 91 227 046  
 
Follow us on social media