პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რეგიონალური ოფისების ქსელს აძლიერებს

01.12.2008
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რეგიონალური ოფისების ადგილმდებარეობის შეცვლით, ქსელის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მისიის შესაძლებლობების  მაქსიმუმამდე გაზრდის საშუალებას მოგვცემს, რადგან მონიტორები, არსებული გამოწვევების დასაძლევად,  სათანადო ადგილზე იქნებიან განლაგებულნი.

მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, აღნიშნა:

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, მისიის დაწყების დღიდან, 1 ოქტომბრიდან, დიდ პროგრესს მიაღწია. თუმცა, ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ დასაძლევია, ადმინისტრაციულ საზღვართან სიტუაცია არაპროგნოზირებადია, ინციდენტები ისევ ხდება და კვლავ არის მრავალი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელმაც თავშესაფარი ზამთრის დადგომამდე უნდა იპოვოს.“

ჩვენ გადავწყვიტეთ რეგიონალური ოფისების ქსელში ცვლილებები შეგვეტანა, რათა ჩვენი რესურსები უკეთ შეგვეფარდებინა იმ გამოწვევებთან, რომლებიც გველოდება.

-    ფოთის რეგიონალური ოფისი და სწრაფი რეაგირების ჯგუფი  ხაშურში გადავა და პასუხისმგებლობას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის დასავლეთ ნაწილზე აიღებს.
-    თბილისის რეგიონალური ოფისი ბაზალეთიდან მცხეთაში გადავა, რათა ნებისმიერი ამინდის პირობებში, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მხარის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
-    გორის რეგიონალური ოფისი ახალ და უფრო შესაფერის საოფისე შენობაში გადავა. ჩვენ ასევე ვეძებთ სათანადო ახალ საოფისე ფართს ზუგდიდში.

დამატებითი დეტალები ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის ვებ-გვერდის მეშვეობით www.eumm.eu იქნება ხელმისაწვდომი.

Follow us on social media