პრეს რელიზები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მეათე შეხვედრა გაიმართა

13.03.2011

2011 წლის 11 მარტს, ერგნეთში სამხრეთ ოსეთის საკითხებთან დაკავშირებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეათე შეხვედრა გამიართა. შეხვედრა შედგა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს მხარდაჭერით.

მონაწილეებმა განიხილეს დაკავების პრობლემის ყოველმხრივი მოგვარება, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების გაუმჯობესება, მათ შორის დადგენილ გამტარ პუნქტებში, გაზაფხულზე ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სამეურნეო მიწების ხელმისაწვდომობა და რიგი ორგანიზაციული და პროცედურული საკითხებისა.

შეხვედრამ კონსტრუქციულ და დადებით ატმოსფეროში ჩაიარა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2011 წლის 7 აპრილს ერგნეთში გაიმართება. ამასობაში, მონაწილეები აღებული  ვალდებულებების განხორციელებაზე იმუშავებენ.

Follow us on social media