პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად

24.05.2011
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფარგლებში გაზარდა თავისი წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მისიას აქვს რეგულარული კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან და გამოხატავს შეშფოთებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე. განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად ჩვენ ასევე დავუკავშირდით რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას "ცხელი ხაზის" მეშვეობით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა პატრულირება ამ ტერიტორიებზე და ადგილობრივ მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
იოანა ჟებერი  + 995 91 227 046  


Follow us on social media