ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწუხარებას გამოთქვამს 2011 წლის 11 ივლისს საღამოს კნოლევში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მომხდარი ინციდენტის შედეგად ქ-ნ ნინო კობერიძის გარდაცვალების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის დეტალები გაურკვეველია, და საქართველოს პოლიციის შემდგომი გამოძიების საგანს წარმოადგენს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) მიაწოდა მისიას ინფორმაცია, რომ ეს იყო შემთხვევითი სროლა. მათი თქმით, სროლა არ განხორციელებულა სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს იყო იარაღის შემთხვევითი გავარდნის შედეგი.
ეს ინფორმაცია ასევე მიეწოდა რუსეთის მესაზღვრეებსა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას.
საკონტაქტო პირები მედიისათვის:
სტივ ბერდი + 995 91 22 70 55
იოანა ჟებერი + 995 91 227 046