პრეს რელიზები

მეთოთხმეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართა დვანში

28.07.2011

2011 წლის 28 ივლისს, დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო თავმჯდომარეობდნენ. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი, ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი დაესწრო.

მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები, დაკავებები და დაპატიმრებულ პირთა მდგომარეობა. განხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლების საკითხი. მომავალ შეხვედრებზე კონკრეტული საკითხების განსახილველად კონფლიქტთან დაკავშირებული კომუნიკაციის ექსპერტების მოწვევის შესაძლებლობის საკითხი დაისვა. მონაწილეებმა ასევე განიხილეს მედიასთან ურთიერთქმედების საკითხი, რათა დაძაბულობის პრევენციის მიზნით კონკრეტული ინციდენტები ფაქტობრივად ზუსტად იყოს ასახული.   

შეხვედრამ პოზიტიურ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2011 წლის 2 სექტემბერს გაიმართება.
  


საკონტაქტო პირები მედიისათვის:

სტივ ბერდი + 995 591 227 055
იოანა ჟებერი  + 995 591 227 046  

Follow us on social media